„რეტრო საგურამოში“ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ამჟამად ხორციელდება ტროტუარებისა და გზების კეთილმოწყობა მთელ პერიმეტრზე, პარალელურად მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონის გამწვანება და სადღესასწაულო სივრცის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი.
კომპლექსში უკვე სრულად არის მოწყობილი ძირითადი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, რაც მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის. უზრუნველყოფილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, საერთო წყლის რეზერვუარი უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, სანიაღვრე სისტემა და ინდივიდუალური საკანალიზაციო სეპტიკები თითოეულ ნაკვეთზე. ასევე, უკვე ხელმისაწვდომია გამწვანებული პარკი და მრავალფუნქციური სადღესასწაულო სივრცე.პროექტის განვითარება გრძელდება იმ მიზნით, რომ „რეტრო საგურამო“ გახდეს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, სრულად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო.







