„რეტრო საგურამო“ მომავალ მაცხოვრებლებს სთავაზობს მნიშვნელოვან უპირატესობას – პროექტი უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი წყალმომარაგების სისტემით, რაც ნიშნავს, რომ ცენტრალური ქსელის შეფერხებები და წყლის შეზღუდვები თქვენს ყოველდღიურ კომფორტზე აღარ იმოქმედებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საერთო სარგებლობის შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსდება დიდი მოცულობის წყლის რეზერვუარი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა თითოეულ ვილას უწყვეტად მიაწვდის სუფთა წყალს, რაც კიდევ უფრო ზრდის ცხოვრების ხარისხსა და საიმედოობას.
მიწისზედა სივრცე კი მრავალფუნქციურ დანიშნულებას შეიძენს – აქ მოეწყობა მაცხოვრებელთა შეკრების, დღესასწაულებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ადგილი.
- პროექტის ძირითადი ბენეფიტები:
- საკუთარი წყალმომარაგების სისტემა – მუდმივი და სტაბილური მიწოდება
- წყლის უწყვეტი მიწოდება – დაცულობა მოულოდნელი გათიშვებისა და დაბალი წნევისგან
- სანდოობა და დამოუკიდებლობა – კომფორტი, რომელიც არ არის დამოკიდებული ცენტრალურ სისტემაზე






