ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ღობეების მოწყობა ახალ ფაზაში გადავიდა – მიმდინარეობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის დაცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად ზრდის ღობეების გამძლეობასა და მდგრადობას დროთა განმავლობაში, ამასთანავე ინარჩუნებს მის მოწესრიგებულ და ესთეტიურ იერსახეს.












