როდესაც რეტრო საგურამოს კონცეფციაზე ვმუშაობდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო მაცხოვრებლებისთვის გამორჩეული ცხოვრების სტანდარტის შეთავაზება ისე, რომ სრულად დაგვეცვა ბალანსი ჩვენს მიერ შექმნილ არქიტექტურასა და არსებულ ბუნებრივ გარემოს შორის.
მჭიდრო განაშენიანების ნაცვლად, აქ არჩევანი გავაკეთეთ თავისუფალ სივრცეზე – ნაკლები განაშენიანება, მეტი სიმშვიდე. სწორედ ამიტომ, პროექტი მხოლოდ 10 სახლს მოიცავს, რაც თითოეულ ოჯახს მეტ პერსონალურ სივრცესა და კომფორტს სთავაზობს.
ყოველ სახლს აქვს დამოუკიდებელი მისასვლელი ქუჩის მხრიდან, ხოლო შიდა ეზო უკავშირდება გამწვანებულ 2100 კვმ გაშენებულ პარკს. რეკრეაციულ ზონაში მოწყობილია საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სასეირნო ბილიკები. პარკის შუაგულში განთავსებულია ივენთ ჰოლი, სივრცე დღესასწაულების აღსანიშნად ან მეგობრული შეკრებებისთვის. პარკის თანამესაკუთრე ხდება თითოეული მაცხოვრებელი საკუთარი ნაკვეთის პროპორციულად, რაც სივრცეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ეკოლოგიური მიდგომაა. ყველა საინჟინრო კომუნიკაცია მიწისქვეშაა განთავსებული, თითოეულ ნაკვეთს აქვს საკუთარი საკანალიზაციო სისტემა, ხოლო დასახლება უზრუნველყოფილია საერთო წყლის რეზერვუარით, რაც უწყვეტ და სტაბილურ მომარაგებას განაპირობებს.
ვილები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, დასრულებული გარე ფასადით. თითოეულ სახლს აქვს გამწვანებული ეზო და მოპირკეთებული აუზი, რაც სივრცეს მშვიდ და კომფორტულ გარემოდ აქცევს.
ყოველი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ბეტონის ღობით, რაც დამატებით უსაფრთხოებას და პრივატულობას უზრუნველყოფს. გარე პერიმეტრზე მოწყობილია მოპირკეთებული ტროტუარები და განათების სისტემა, რაც ტერიტორიას ფუნქციურსა და ესთეტიკურად მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს.






