ინფორმაციის ჩვენებაინფორმაციის დამალვა

რეტრო დადიანი

პროექტის გეგმარება
  • მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის № 71
  • სართული: 11
  • რეკრეაციული ზონა სახურავზე: 400 კვ,მ
  • ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია: შშმ პირებისთვის
პროექტის უპირატესობები
  • უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები (მუქი ფერის)
  • ალუმინის ვიტრაჟები
  • უკრაინული არმატურა
  • თიხის 20 კამერიანი ბლოკი
  • “ლაფარჟე“ ცემენტი, ბეტონი და ინერტული მასალები
  • საერთაშორისo სტანდარტების შესაბამისი სამგზვრო და სატვირთო ლიფტები
  • კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა თქვენთვის და თქვენი შვილებისთბის
  • კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24 საათიან დაცვას, სადარბაზოს დასუფთავებას და შვეიცარს.
  • კომლექსის პირველი სართული კომერციული ფართია,ხოლო მეორე სართული იქნება საოფისე ფართები.
  • შენობა-ნაგებობა მოპირკეთებულია ნატურალური ქვით, ბაზალტით
  • ბინის გეგმარება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ

ინფორმაცია პროექტზე

Retro Construction-ის ახალი პროექტი , სახელწოდებით „რეტრო დადიანი“ მიზნად ისახავს მრავალბინიანი სახლის დაგეგმარებას თანამედროვე პრინციპების შესაბამისად .

მიწის ნაკვეთი (1821,0 კვ.მ.) მდებარეობს ქალაქ თბილისში,გლდანი-ნაძალადევი, ცოტნე დადიანის № 71. საპროექტო შენობა არის 11 სართულიანი, მიწისქვეშა ერთდონიანი პარკინგით. მიუხედავად იმისა , რომ არ არის გამოყოფილი ცალკე ბლოკებად ვიზუალური აღქმა 2 განსხვავებული მოცულობით ხდება, რაც გამოწვეულია ნაწილობრივ სიმაღლის კოეფიციენტით და ნაკვეთის კონფიგურაციით. შენობას გააჩნია საინტერესო თანამედროვე ვიზუალი და გამოირჩევა არსებული განაშენიანებისგან. შენობა მოპირკეთებულია თანამედროვე ცეცხლგამძლე მასალებით და ასევე ნატურალური ქვით, რომელიც ქმნის საინტერესო ვიზუალურ სახეს და ამავდროულად ფუნქციურად სწორად არის განაწილებული, რაც ქმნის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს.

შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინაამღდეგო სისტემებით და დაკმაყოფილებულია ყველა საჭირო მოთხოვნა, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. კერძოდ: შენობა აღჭურვილია 2 შეუბოლავი კიბის უჯრედით, დაშორებული ნორმების შესაბამისად. ერთ-ერთი კიბის უჯრედი და ლიფტის მიმდებარე ტამბური აღჭურვილია სახანძრო მილდგარების სისტემით. შენობის მთელ პერიმეტრზე მოწყობილია ხანძარქრობისათვის საჭირო საშხეფი სისტემა. შენობა მოწყობილია სახანძრო დანაყოფის მისადგომი 2 ლიფტი, შესაბამისი ნორმების დაცვით. ლიფტის წინ მოწყობილია ტამბური სადაც ხდება ჰაერის დაწნევა და ხანძრის შემთხვევაში შეუბოლავი ხდება. მოწყობილია ხანძრის და გაზის აღმომჩენი ელექტრო დეტექტორები. მოწყობილია ხანძარმედეგი კარები ნორმებით მოთხოვნილი დროის შესაბამისად. ჰაერის დაწნევა ასევე ხდება შეუბოლავი კიბის ტამბურებში, პარკინგის სართულებზე მოწყობილია ხელოვნური ვენტლაცია, რომელიც მდებარეობს ამ სართულების ჭერში.

ყველა სივრცე მისაწვდომია შშმ პირებისთვის, ასევე მათთვის მოწყობილია საპარკინგე ადგილები ნორმების შესაბამისად და გათვალისწინებულია ბინები შესაბამისი რაოდენობით. ვენტილაციის და გათბობის დანადგარები თავსდება ფასადის წინ, აივანზე, შესაბამისად გამოყოფილ ადგილებში, ფასადის ძირითად კედელსა და აივნის დეკორატიულ კედელს შორის. შესაბამისად, აღნიშნული დანადგარები ფასადზე არ არის ხილვადი. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა და საპროექტო მიწის ნაკვეთის დაგეგმარებისათვის გამოყენებულია, საქართველოს მთავრობის დადგენილება #41, ტექნიკური რეგლამენტი „შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესები“.

ადგილმდებარეობა