რეკრეაციული ზონა სახურავზე
ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში რეკრეაციული ზონა სახურავზე მიიჩნევა მიღებულ და აუცილებელ ადგილად 21-ე საუკუნის პირობებში.
დღესდღეობით არსებობს ორი ტიპის რეკრეაციული ზონა:
1. ექსტენსიური;
2.ინტენსიური;
შენობებზე გამწვანებული სახურავი ემსახურება რამოდენიმე მიზანს ერთად:
- წვიმის წყლების მიწაში შეწოვა, რაც ეკოლოგიის თვალსაზრისით 75% ამცირებს წყლის ხარჯვას;
- გარანტირებული იზოლაცია ქალაქის ხმაურისგან და მტვერისგან;
- მოსახლეობას უმცირებს სტრესსა და დაძაბულობას;
- სასიამოვნო და ესთეთიკური ლანდშაფტის ვიზუალი;
- ჟანგბადის დამატებითი წყარო;
- გარემოში ანეიტრალებს მტვერს და ჯამრთელობისთვის მავნე აირებს;
- არეგულირებს ჰაერის ტენიანობას;
ტორონტოს უნივერსიტეტში მეცნიერმა ბრად ბასსმა დაამტკიცა, რომ გამწვანებული სახურავი ადამიანის ჯამრთელობისთვის სასარგებლოა და მიზანშეწონილია გადატვირთული ქალაქებისთვის.
გაშენებულ ბაღებს სახურაბზე შეუძლიათ შეამცირონ გარემოს საშუალო ტემპერატურა, მათი მთავარი პრიორიტეტია საცხოვრებელი კორპუსების დაცვა ზედმეტი გადახურებისგან ზაფხულში და ყინვისგან ზამთარში. ქალაქებში არსებული, შენობების სახურავების ნახევარზე, რომ გაშენდეს რეკრეაციული ზონა ის მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენდა გარემოს ეკოლოგიაზე და ჰავაზე.
მაგალითისთვის ქალაქ ჩიკაგოში, მერიის თავზე გაშენებული რეკრეაციული ზონის დამსახურებით ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი 1-4 გრადუსამდე ნაკლები ტემპერატურაა ვიდრე მის გარშემო მყოფ სხვა დანარჩენ შენობებში.
მწვანე სახურავები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩიკაგოში, ატლანტაში და სხვა აშშ-ს ქალაქებში, ისინი იდეალურად უწყობენ ხელს ქვეყნის ეკოლოგიას. ჩიკაგოში არსებული მერიის სახურავის რეკრეაციული ზონა იყო პირველი ექსპერიმენტი ამ სფეროში, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მწვანე სახურავების ზემოქმედების გამოვლენა კორპუსების მიკროკლიმატზე.
გერმანია წარმოაგენს ლიდერს მსოფლიოში, მწვანე სახურავების გაშენების მხრივ.გარდა გერმანიისა მწვანე სახურავები მასიურად გამოიყემნება ავსტრალიაში, კამნადაში, კოსტარიკაში, ეგვიპტეში, ფინლანდიაში, საფრანგეთში, საბერძმნეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა გნავითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.
დღეს დღეობით, როცა ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხი მწვავედ არის წამოჭრილი, რეკრეაციული ზონა სახურავზე ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების რითმის შესაქმნელად.